თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ვლოგს, სადაც იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი საუბრობს „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ხარვეზებზე.
„პარლამენტში მიმდინარეობს „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვა. ჩვენ და შშმ პირებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები მივუთითებთ, რომ ცალკეული პოზიტიური ცვლილებების გარდა, ეს კანონპროექტი ძირითადად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)