თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში განხილულია 2019 წლის განმავლობაში ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წევრების, რელიგიური უმცირესობებისა და ხანდაზმული პირების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ არსებული პრობლემები; მიმოხილულია სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები, დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკური მონაცემები; გაანალიზებულია 2019 წელს თბილისი პრაიდის შესახებ დისკუსიის ფონზე ლგბტ+ თემის წევრების უფლებების სისტემური დარღვევის და სახელმწიფოს არასათანადო რეაგირების საკითხი.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)