შიდა ქართლი. 1 მარტს „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან“ არსებულმა გორის სამოქალაქო ცენტრმა ნულოვანი დისკრიმინაციის დღე აღნიშნა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 1 მარტს ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღის სიმბოლო პეპელაა. ამ დღეს ხაზი ესმევა დისკრიმინაციის უარყოფით შედეგებს და მიზნად ისახავს, აღმოფხვრას, ჩაგვრა, ხელი შეუწყოს ტოლერანტული და მშვიდობიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)