თბილისი. საია-მ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა შენიშვნები და მოსაზრებები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით.
„იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მართალია, შეიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებას, მაგრამ არსებითად არ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის სტანდარტებს“, - მიიჩნევენ საია-ში.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)