საია პერიოდულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
2020 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლომ 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 (1) და (3) (გ) მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ლობჟანიძეს არ მიეცა საშუალება, დაეცვა ინტერესები მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით და ამასთან, ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისად არ დაასაბუთეს, რატომ არ მოხდა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. სასამართლომ საქართველოს 3’600 ევროს გადახდა დააკისრა ლობჟანიძის მიერ განცდილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)