4 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოში, გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან, გაიმართა ინტერაქტიული დიალოგი უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ. სხდომაზე ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთეს.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არსებული მტრული გარემო ძალიან ართულებს უფლებადამცველების მუშაობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გროზნოში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმებისა და შევიწროების ბოლოდროინდელ შემთხვევებს ჟურნალისტ ელენა მილაშინას, ადვოკატ მარინა დუბროვინასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს უფლებადამცველების უსაფრთხოება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ამასთან, გამოიძიოს აღნიშნული თავდასხმები, რათა დამნაშავეები შესაბამისად გასამართლდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „უფლებადამცველების საქმიანობის მიმართ გამოხატული გამძაფრებული მგრძნობელობა ასევე ზრდის მათ დაუცველობას: სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო ხელისუფლების კორუფციის გამოვლენის მცდელობების შემდეგ, თამარა მეარაყიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საკუთარი გავლენა გამოიყენოს და მეარაყიშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება შეაჩეროს, ასევე, უხრუნველყოს მისი “დაცვა დეპორტაციისგან”, როგორც მომხსენებლის ანგარიშშია აღნიშნული“.
წყარო: https://hrht.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)