en
ge

მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ

მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ.

„ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული.

ცხადია, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, თუმცა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება - გამოძიების მიმდინარეობა, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დრო, კონტექსტი და სხვა მოვლენათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეთანხმებულად მოქმედებს და იგი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)