en
ge

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული პრობლემური შრომითი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეტალური სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა. ამასთან, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, EMC მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. 

„EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მეკრვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ჩვენი მთავარი მთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, - „EMC სოლიდარობას უცხადებს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს და დასაქმებულებს და გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი და პოლიტიკური ადვოკატირების გზებით შემდგომშიც დაეხმაროს მაუწყებლის დასაქმებულებს შრომითი უფლებებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“. 

სრულად... 

წყარო: https://emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)