შიდა ქართლი. 6 მარტს „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან“ არსებულ გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებისათვის მოწვეულმა ექსპერტმა ქეთევან ბიძინაშვილმა ჩაატარა სემინარი „რეპროდუქციული ჯანმრთელობა ახალგაზრდებში“.
„სემინარზე ისაუბრეს ასევე ადრეული ქორწინების მავნებლობაზე, რისკებზე და თავდაცვაზე. სემინარი საკმაოდ საინტერესო და ინტერაქტიური აღმოჩნდა. ასევე სემინარის ბოლოს გოგონებმა ანონიმურად დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები მოწვეულ სტუმარს და მიიღეს პასუხები“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)