თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ნაადრევი ქორწინება - გაბატონებული დისკურსები და საქართველოს აზერბაიჯანელი ქალების რეალური საჭიროებები.
„ქართველ აზერბაიჯანელ ქალებსა და გოგონებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობენ, მრავალი პრობლემა აწუხებთ: განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების არარსებობა, ბაღების და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო დამძიმებული აუნაზღაურებელი შრომა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან მათი გამორიცხვა, ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ საკმარისი მხარდაჭერის არქონა. ეს პრობლემები ნაკლებად შუქდება მედიაში და დომინანტურმა ჯგუფებმაც ნაკლებად იციან ამ პრობლემების შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)