თბილისი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 9 მარტს, რამდენიმეკვირიანი შუალედის შემდეგ გამართულ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი არ იყო მითითებული და საზოგადოებას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ 9 მარტის სხომაზე მოხდებოდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარმართოს ღიად და გამჭვირვალედ; იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატად წარადგინოს შედარებით მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატი, რამაც ასევე უნდა გამორიცხოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განსაკუთრებულად უარყოფითი რეპუტაციის მქონე პირის დანიშვნა“.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)