თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“.
პროექტი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ა(ა)იპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანი იყო სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით, შეფასებულიყო სასამართლო განხილვის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ და მოწმე/დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი.
სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა სამ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)