en
ge

საიამ ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა

საიამ ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა

თბილისი. 10 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC),“ თანამშრომლობით ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა.

„2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერია პოლიციელებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც იგი სამართალდამცავთა მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დაექვემდებარა. არასათანადო მოპყრობის მიზანი ხოფერიასგან აღიარებითი ჩვენების მოპოვება იყო იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებითა და მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელით ემუქრებოდნენ. ხოფერია განყოფილებაში მიყვანიდან 4 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ირაკლი, შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)