თბილისი. სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩო ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.
„ფეისბუქ ლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე. ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია". შემოგვიერთდით ხვალ, 13 მარტს 14:00 საათიდან საელჩოს ფეისბუქის გვერდზე“, ნათქვამია საქართველოში ამერიკის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)