en
ge

პანდემია და სტრესის მართვის სტრატეგიები - რას გვირჩევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები

პანდემია და სტრესის მართვის სტრატეგიები - რას გვირჩევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები

თბილისი. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) აქვეყნებს ინფორმაციას პანდემიის დროს სტრესის მართვის სტრატეგიებზე.

"პანდემიის ადრეულმა ეტაპმა შეიძლება განსაკუთრებით მაღალი შფოთვა გამოიწვიოს საზოგადოებაში. უსიამოვნოა იმის გაგება, რომ კორონავირუსი (COVID-19) მთელს მსოფლიოში ვრცელდება. შიშის, შფოთვისა და გაურკვევლობის გრძნობა ასეთ დროს ნორმალურია. საბედნიეროდ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აქტიური ზრუნვა ხელს შეგიწყობთ, შეინარჩუნოთ გონებისა და სხეულის სიმტკიცე. საკუთარ თავზე ზრუნვის გზები მოიცავს:

მიიღეთ ინფორმაცია მხოლოდ სანდო, გადამოწმებული წყაროდან. მოერიდეთ მედიის ზედმეტ მოხმარებას და ფოკუსირდით ისეთ იფნორმაციაზე, სადაც პრევენციის ზომებზე და სხვა საჭირო თემებზეა საუბარი.

მოინიშნეთ საკითხები, რომელზეც თქვენ გაქვთ კონტროლი. მაგ: კარგი ჰიგიენა, დისტანციური სამუშაო, შეძენილი საჭირო მედიკამენტები და საკვები და აშ.

დაიცავით მხოლოდ ის წესები, რომლებსაც დაავადების კონტროლის ცენტრი აცხადებს. ნუ მიჰყვებით გაურკვეველ რეკომენდაციებს, რომელსაც მეცნიერული მტკიცებულება არ გააჩნია. 

შეეცადეთ შეინარჩუნოთ აქტივობები, რომლებიც თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი იყო. მაგ: ვარჯიში, დაბალანსებული კვება, თამაში და აშ.

შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში და მობილიზებაში. მაგ: იცოდეთ ვის უკავშირდებით სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში. გაუზიარეთ გეგმა ახლობელ ადამიანს. 

იმ შემთხვევაში, თუ ამჩნევთ, რომ გაქვთ უძილობა, მოუსვენრობა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, გამოუვალობის განცდა, დანაშაულისა და შიშის გრძნობა, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეპიდემიის დროს იზრდება ფსიქოლოგიური სტრესით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ფსიქოსომატური აშლილობა და ადაპტაციის სირთულეები; იზრდება ნივთიერებებისა და თამბაქოს ჭარბად გამოყენების რისკი. ამიტომ, ასეთ დროს სტრესის მართვა და ნეგატიური ემოციების ბალანსი მაქსიმალური პოზიტიური გამკლავების სტრატეგიის შემუშავებით უნდა მოხდეს".

წყარო: GCRT; www.verywellmind.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023