თბილისი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს. "აღნიშნული არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის)".
წყარო: ომბუდსმების გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)