თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს: არის თუ არა საქართველოში შექმნილი ფორს-მაჟორი.
„ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა. ფორს-მაჟორის ცნების განსაზღვრა, მთლიანად მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი. კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია ფარდობითობა, რაც ფორს-მაჟორს ახასიათებს. ერთი და იგივე გარემოება, ერთ შემთხვევაში, შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში - ჩვეულებრივ მოვლენად იქნეს განხილული. პრობლემატურია, აგრეთვე, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმები. ფორს-მაჟორი, იმ სამართლებრივ ინსტიტუტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ზუსტი და ამავდროულად მოქნილი უნდა იყოს, რათა კონტრაჰენტებმა სასურველისგან საპირისპირო შედეგები არ მიიღონ. არა მარტო ფორს-მაჟორის დათქმის ხელშეკრულებაში ასახვისგან თავის შეკავება, არამედ დებულების არასწორი ფორმულირებაც მხარეებს ხშირად აყენებს პრობლემების წინაშე“.
წყარო: www.barristers.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)