თბილისი. საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე.
„აუცილებლობის შემთხვევაში, დეკრეტით შესაძლოა, მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე, შესაძლოა შემოიღონ კომენდანტის საათი, რა დროსაც მოქალაქეებს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)