თბილისი. 18 მარტს, 14:00 საათზე საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ჯულიუს ცაი წაგიკითხავთ მოთხრობას „The Gift of Nothing" ("არაფერი საჩუქრად").
„სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. ფეისბუქ ლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე“, ნათქვამია საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: საქართველოში ამერიკის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)