en
ge

კონსტიტუციის 42-ე მუხლი: აფგან მუხთარლი თავისუფალია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი: აფგან მუხთარლი თავისუფალია

თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით: აზერბაიჯანელი ჯურნალისტი და უფლებადამცველი აფგან მუხთარლი თავისუფალი.

„არჩილ ჩოფიკაშვილს აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ ბერლინიდან შეატყობინა, რომ აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე საათში იგი ბერლინში ჩადის. აზერბაჯანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, აზერბაიჯანში გადაიყვანეს და გამოგონებული ბრალდების საფუძველზე 6 წელი მიუსაჯეს.

გატაცებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი იცავენ, საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და უახლოეს პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს მოპასუხე სახელმწიფოების - საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ“, ნათქვამია ორგანიზაციი ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)