თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა უნდა ვიცოდეთ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
„იმ შემთხვევაში თუ დაცულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა და მაინც არსებობს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით თქვენი გათავისუფლების საფუძველი, დამსაქმებელი ვალდებულია:
1. 30 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გამოგზავნით გაცნობოთ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და გადაგიხადოთ 1 თვის კომპენსაცია.
2. გაგაფრთხილოთ გათავისუფლების თაობაზე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გამოგზავნით და გადაგიხადოთ კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით თუ მიიჩნევთ რომ თქვენი უფლებები შეილახა, გაგათავისუფლეს სამსახურიდან უკანონოდ ან არ მოგეცათ შესაბამისი კომპენსაცია, უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)