თბილისი. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ განმახორციელებელი ორგანიზაციები ყურადღებით ადევნებენ თვალს ბოლო დროს საქართველოსა და მსოფლიოში ახალი პანდემიის, #COVID-19-ის, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„ვირუსის გავრცელების დღიდან ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ჩვენი კონსორციუმის წევრებისთვის თანამშრომელთა, ბენეფიციართა და პარტნიორთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უპირველესი ღირებულებაა. ვირუსის გავრცელების რისკის მომატების დღიდან კონსორციუმის წევრმა ყველა ორგანიზაციამ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა შეემცირებინა ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა, კერძოდ: გადადო თანამშრომელთა და ექსპერტთა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა მივლინებები; შეხვედრები და ღონისძიებები გადაიტანა ონლაინ რეჟიმში; შემოიღო ჰიგიენის წესების დაცვის განსაკუთრებული ზომები საკუთარ ოფისებში“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)