თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება, თვითიზოლაციაში მყოფი დასაქმებული სამსახურში დაიბაროს.
„საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დამსაქმებლის მითითება არ უნდა გულისხმობდეს კანონით აკრძალულ ქმედებას. დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისთვის თვითიზოლაციის წესის დარღვევის მოთხოვნა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად უნდა მივიჩნიოთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)