თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ეპიდემიის გამო შესაძლოა თუ არა აღმოვჩნდეთ ე. წ. ფორს-მაჟორის მდგომარეობაში. „ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა - ეს არის მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მოვლენები, ობიექტურად არსებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და რომლის გათვალისწინებაც მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ფორს-მაჟორის ცნებას, თუმცა, სამოქალაქო კოდექსში თავმოყრილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ ფორს-მაჟორის ზემოთმოყვანილი დეფინიცია. ფორს-მაჟორის ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზი შესაძლოა გახდეს ეპიდემია/პანდემია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)