თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმიანება 2020 წლის 20 მარტს სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც Covid 19 ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ეკლესიაში ღვთისმსახურების წესის უცვლელად დატოვების საკითხს უკავშირდება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სინოდის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მწვავე სოციალურ ინტერესებს და საჯარო წესრიგს.
„საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება სავარაუდოდ საპატრიარქოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური რეაქცია იყო. EMC მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბს და რისკებს სათანადოდ არ იაზრებს და უგულბელეყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსართხოების დაცვის მაღალ საჯარო ინტერესებს, რაც ორგანიზაციის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემას აჩვენებს და საჯარო წესრიგის დაცვის იდეასთან მოდის ღია წინააღმდეგობაში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)