თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კორონა ვირუსის ვანდემიის პირობებში, შრომით უფლებებთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ ბლოგპოსტს აქვეყნებს.
„დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამსაქმებეკმა არ დაიცვა წინასწარი გაფრთხილების 1 თვიანი ვადა, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ დამსაქმებელმა 1 თვით ადრე შეგატყობინათ გათავისუფლების შესახებ, თქვენ გეკუთვნით 1 თვის შრომის ანაზღაურება.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)