თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი იურისტების ნაწილი სახელმწიფოს და რელიგიურ გაერთიანებებს განცხადებით მიმართავს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ სოციალური დისტანციის რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას. სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას. რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართულები არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)