თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს ლარის გაუფასურების პირობებში ვალდებულებების შესრულებაზე.
„ლარის გაუფასურების (მსყიდველობითი უნარის შემცირების) უარყოფითი შედეგების მინიმილიზაციისთვის გირჩევთ:
- გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებისას ვალის ვალუტად მიუთითოთ ეროვნული ვალუტა - ლარი;
- თუ მაინც გიწევთ უცხოური ვალუტის ვალის ვალუტად მითითება, მაშინ ხელშეკრულებაშივე მიუთითოთ ვალუტის კურსი ან კურსის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ამ გზით თავს დაიზღვევთ ვალუტის კურსის მკვეთრი შეცვლისაგან, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფინანსურ ზარალთან;
- თუ უცხოურ ვალუტაში გაქვთ ნაკისრი ვალდებულება, მაშინ კრედიტორთან შეთანხმებით მოახდინეთ თანხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)