თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანებიან შპს „ჯორჯიან მანგანეზის” უკანონო გადაწყვეტილებას ხელფასების ცალმხრივად შემცირების შესახებ.
„ჩვენი ორგანიზაციები ეხმიანებიან შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 2020 წლის 20 მარტს გავრცელებულ განცხადებას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესის ნაწილობრივ შეჩერებისა და დასაქმებულების ხელფასების შემცირების თაობაზე და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებს, წარმოადგენს შუქრუთის მოსახლეობისა და კომპანიაში დასაქმებული ადამიანების დაპირისპირების აშკარა მცდელობას და სახელმწიფოს მიერ კომპანიის სალიცენზიო პირობებზე სათანადო მონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგია“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)