თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში მძიმედ დგას პოლიტიკური მონაწილეობის, სასიცოცხლო რესურსებზე და ბაზისურ სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომლობის პრობლემა.
„აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, EMC მიზნად ისახავს კონკრეტული სოფლების დონეზე ადგილობრივი თემის საჭიროებების, წუხილების, ინტერესების იდენტიფიცირებას და მათი ადვოკატირების ხელშეწყობას. ამ მიზნით, EMC-იმ მოამზადა მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის, კერძოდ, სოფელი ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო სარალისა და კასუმლოს საჭიროებების რუკა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)