თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს: ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერება მარნეულის მუნიციპალიტეტში.
„წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს, აღწეროს მარნეულში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გამოწვევები და მუნიციპალიტეტს შესთავაზოს რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდიდა უმცირესობების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ წარმომადგენლობას თვითმმართველობის დონეზე. დოკუმენტის ადრესატია მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლება, ის ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით უფრო სისტემურ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)