თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ნაშრომს: საქართველო კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში.
„IDFI-ის მიერ მომზადებული ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის მაჩვენებლების განხილვა 2020 წლის მდგომარეობით, მისი შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან, პრობლემური მიმართულებების გამოვლენა და იმ ტენდენციების ჩვენება, რაც კანონის უზენაესობის ინდექსით შეფასების შედეგად გახდა შესაძლებელი.
2020 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0,60 ქულით არის შეფასებული (მაქსიმალური 1 ქულა). საქართველო 42-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 128 ქვეყანას შორის. მოცემული მაჩვენებლებით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 0,01 ქულითა და 1 პოზიციით გაუარესდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)