თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ქამრან მამედლის თარგმანს მალკომ იქსის 1964 წლის 12 აპრილის გამოსვლაზე ქალაქ დეტროიტში.
„მეგობრებო, სანამ, ჩვენ პოლიტიკურად მოვმწიფდებით, ყოვეთვის მოგვატყუებენ, დაგვაბნევენ, ან დაგვარწმუნებენ, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ვინმეს, რომელსაც ჩვენი თემის კეთილდღეობა არ აქვს განზრახული. შესაბამისად, შავკანიანთა ნაციონალიზმის პოლიტიკური ფილოსოფია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ხელახლა გაანათლებს და თვალს აუხელს, რომელიც პოლიტიკურად ცნობიერს გაგვხდის, პოლიტიკურად მომწიფებულს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით მზად ბიულეტენისთვის და საარჩევნო ურნისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ, შევძლებთ ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც ჩვენი თემის კეთილდღეობა აქვს განზრახული“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)