თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც.
„დღევანდელი მონაცემებით, პანდემიიდან გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო რამოდენიმე ეროვნულ და რეგიონულ მედიასაშუალებას (ტელევიზია, რადიო ან ონლაინ გამოცემებს) ანგარიშებზე ინკასო ადევს. უმრავლესობა კი დგას მსგავსი რისკის წინაშე. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ დააწესოს შეღავათები მედიისათვის“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)