29 მარტს კარგი მოქმედებების დღე აღინიშნება.
„როდის უთხარით ბოლოს თქვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, რომ ძალიან გიყვართ ისინი? - ახლა ამის დრო ყველას გვაქვს. იმისათვის, რომ შევაჩეროთ COVID-19 ვირუსის გავრცელება - დავიცვათ ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა, აუცილებელია დავრჩეთ სახლში. როგორც იცით, მოხუცები რისკ ჯგუფის წარმომადგენლები არიან და ამიტომ მათთვის ემოციურად ყველაზე რთულია თვითიზოლაციის პროცესი. ვუერთდებით საერთაშორისო კამპანიას - „გაუგზავნე ღია ბარათი...“
იმისათვის რომ გამოწვევაში ჩაერთო, საჭიროა ჯერ სოციალურ ქსელში ატვირთო შენი ღია ბარათი ჰეშთეგით #მევზრუნავ #ჰელფინჰენდ, #GoodDeedsDay, #კარგიმოქმედებებისდღე გამოიწვიო შენი სამი მეგობარი და შემდეგ გაუგზავნო თქვენი ბარათი თქვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს და/ან იმ მოხუცს, რომელსაც თქვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)