en
ge

საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულების წესის განსაზღვრა იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია გახდა

საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულების წესის განსაზღვრა იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია გახდა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებებით საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულების წესის განსაზღვრა იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია გახდა.

„განხორციელებული ცვლილებით, დადგენილებაში ვეღარ ვხვდებით მე-12 მუხლს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროს უზღუდავდა ისეთი უფლებამოსილებების განხორციელებას, როგორიც იყო პირთა გამოსახლება მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან, ასევე ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან თანხების ჩამოჭრას, შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებებს და სხვას.

ამავე დადგენილების მე-11 მუხლში შესული ცვლილებით, იუსტიციის მინისტრს მიენიჭა არაერთი უფლებამოსილება, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის საქმიანობის განსხვავებული წესის განსაზღვრის შესაძლებლობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)