თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ორგანიზაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელის, ნინო ბაღაშვილის ბლოგპოსტს: კორონავირუსით დაინფიცირებული დემოკრატია.
„პანდემიასთან ბრძოლის პირველ ტალღაში გამოიკვეთა ცენზურა და ადამიანების უკანონო დაკავება. მაგალითად, ჩინეთში, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, ყველაზე მწვავე პრობლემა შეექმნათ იმ ექიმებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, რომლებიც ცდილობდნენ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინათ. ჩინეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ექიმების განგაშის ხმის ჩასახშობად, რამაც შეამცირა იმის შანსი რომ მსოფლიოს და მათ შორის ჩინეთის მოსახლეობასაც, დროულად გაეგო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ადამიანის უფლებებზე მწვავე გავლენის მეორე ტალღა კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას მოჰყვა, რის შედეგადაც დისკრიმინაციისა და უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩინელი ადამიანები, ხოლო ცოტა მოგვიანებით კი სრულიად აზიური საზოგადოება, რომელთაც სოციალური კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით #जेनेसुइसपासूनविरुस (მე ვირუსი არ ვარ)“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)