თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ორგანიზაციის მონიტორის მთვარისა შველიძის ბლოგპოსტს: ვირტუალურ სივრცეში გადასული სამართალწარმოება.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით იმ მიზნით, რომ არ მოხდეს პროცესების გაჭიანურება და ამავდროულად დაცული იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დისტანციური სამართალწარმოება ერთის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყეს ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ესენია, მათ შორის, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო სხდომის საჯაროობისა და ზეპირობის (სსსკ-ის მე-10 მუხლი) ასევე, მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის (სსსკ-ის მე-14 მუხლი) პრინციპები“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)