თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, 30 მარტს გამოცემა ZDnet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნების შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
„2020 საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მასობრივი გამჟღავნების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმართული იყოს ამომრჩეველთა სიისა და საარჩევნო პროცესისადმი სანდოობის შერყევისაკენ.
ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მასშტაბურად გავრცელების შესაძლო ფაქტზე დროული და სრულყოფილი გამოძიება, რათა დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი, შეიცავს თუ არა გასაჯაროვებული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა რეალურ მონაცემებს, რომელი მონაცემთა ბაზები გასაჯაროვდა, რა გზით მოხდა მათზე წვდომის მოპოვება და ვის მიერ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)