თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 2 აპრილს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ქ. ბათუმში, კომენდანტის საათის დროს დაკავებული პირის ისტორია, რომელშიც იგი პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს. აღნიშნულზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო.
„საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)