თბილისი. ღია საზოგადოების ფონდი აქვეყნებს გენდერის მკვლევარის, ნუკრი ტაბიძის ბლოგპოსტს: კედელი უნდა მოვანგრიო. მასალა ღია საზოგადოების ფონდის ბლოგპოსტების სერიიდანაა, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და შემოსავლის მქონე ადამიანები საცხოვრებლის პრობლემის შესახებ მოგითხრობენ.
„დაბრუნების სადღეგრძელოები ჩემს ოჯახში როდის გაქრა, ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემმა მშობლებმა ნათესავების და მეგობრების დახმარებით პატარა სახლი იყიდეს და ალბათ ეს იყო პირველი ნიშანი. ახლა ეს ალიზით აშენებული ნესტის და შავი სოკოს ბუდე უნდა ექციათ სახლად. მე მაინც ძალიან მიხაროდა. „თქვენ რა იცითო”, – იმეორებდნენ დედაჩემი და მამაჩემი, – „არასდროს გიცხოვრიათ სახლში და არ იცით რას ნიშნავსო საკუთარ სახლში ცხოვრება“. მაშინ უკვე ვხვდებოდით მე და ჩემი ძმა, რომ სახლში მარტო შენობა არ იგულისხმებოდა, მაგრამ ჩვენთვის სახლი მაინც 4 კედელი და ჭერი იყო, რომელიც, წინა საცხოვრებლისგან განსხვავებით, არ წვეთავდა, არც მორიელები გვემუქრებოდა, არც მეზობლის მონაგავებული ტუალეტის წმენდა მოუწევდა დედას“.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)