თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დეზერტირებისა და ლილოს ბაზრობების და საცალო გაყიდვების სხვა ადგილების დახურვას და საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, იქ მომუშავე მოვაჭრეებსა და თვითდასაქმებულებს ზოგადად, სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაში დაეხმაროს.
“თვითდასაქმებულთა შრომის არასტაბილურობა, მათ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მტაცებლური დაკრედიტების პრაქტიკის წინაშე. თვითდასაქმებულ მოვაჭრეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული მაღალპროცენტიანი სესხით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშეღავათო პერიოდები არ დაუწესებიათ”.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)