en
ge

ახალციხეში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს

ახალციხეში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ახალციხეში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს.

„ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსანი სადგურს, ქალაქის შესასვლელში, საკუთარ მიწაზე აშენებს, თუმცა აგებული შენობა ფარავს როგორც სახელმწიფოს, ასევე მიქელაძის საკუთრებაში არსებულ იმ მეორე მიწის ნაკვეთსაც, რომელსაც ყადაღა ადევს. დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ახალციხის მერია. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ, უცნობია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023