თბილისი. მედიაჩეკერის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, COVID-19-ის გაშუქებასთან დაკავშირებით, მედიისთვის სახელმძღვანელო წესებს ამზადებს - „ეთიკა, უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისას“.
„ამ დროისთვის ქარტიას უკვე შემუშავებული აქვს დისტანციური მუშაობის ორგანიზების სახემძღვანელო წესები, კორონავირუსული პანდემიის პარალელურად მედიისთვის გაჩენილ სხვა გამოწვევებზე კი თემატურად დახარისხებულ რეკომენდაციებს ქარტია ეტაპობრივად გამოაქვეყნებს. ქარტიის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას, მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია და აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას“.
წყარო: www.mediachecker.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)