თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თვლის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შპს “ზუგდიდაგროსერვისი” არ უნდა დააფინანსოს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “ზუგდიდაგროსერვისი” მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს. 2018-2019 წლებში შპს “ზუგდიდიაგროსერვისმა” ადგილობრივი ბიუჯეტიდან 460,000 ლარი მიიღო, 2020 წელს კი მისი ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენს და ზუგდიდში არსებულ სამ მუნიციპალურ შპს-ს შორის ერთადერთია, რომელსაც არც გასულ წლებში მიუღია საკუთარი შემოსავალი და არც წელს აქვს განსაზღვრული, თუ რა კონკრეტული შემოსავალი შეიძლება მიიღოს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)