თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თეოლოგ, ზურაბ ჯაშის თვალსაზრისს: პანდემია და ეკლესია. ორგანიზაცია პერიოდულად წარმოგიდგენთ სხვადასხვა თეოლოგებისა და სასულიერო პირების განმარტებებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე.
„რწმენას ხშირად ვაიგივებთ გრძნობის ორგანოებით მიუწვდომელი და ლოგიკურად დაუსაბუთებელი რაიმე სახის მოვლენის ნამდვილობის დაჯერებასთან. რწმენაზე ამგვარი წარმოდგენა რელიგიური ადამიანისთვის ადვილად იქცევა ფანატიზმის საფუძვლად, რაც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანში ბუნებრივად აღძრავს ბრალდებას მისი რწმენის სიბრმავის შესახებ. მართლაც, ამგვარი რწმენას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა ბრმა რწმენას. ხოლო როდესაც ამგვარი რწმენა მიმართულია საეკლესიო რიტუალებისადმი, შედეგად ვიღებთ ამ რიტუალების მაგიურ გაგებას. არა და სწორედ ამის საპირისპიროს წარმოადგენს ქრისტიანული გაგება როგორც რწმენისა ასევე რიტუალისა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)