თბილისი. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ USAID-ის პროგრამა ACCESS-ისგან გრანტი მიიღო.
„ქარტია აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და რუსულ ენებზე მოამზადებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც სოციალური მედიისა და ადგილობრივი მედია ორგანიზაციების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაავრცელებს. USAID, პროგრამა ACCESS-ის საშუალებით, გრანტებს გასცემს ადგილობრივ ორგანიზაციებზე, რომლებიც ხელს უწყობენ COVID-19-ის გავრცელების შემცირებას, რისკ ჯგუფების ინფორმირებას და მათ დაცვას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)