en
ge

თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა

თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირების შემთხვევას, რომლებიც რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებას და დასაბუთებული პასუხის მიღებას.

შოთა და ირაკლი გურეშიძეები 14 აპრილს ჩამოფრინდნენ საქართველოში. რადგანაც მათ ჰქონდათ ისეთი საცხოვრებელი, რომელიც თვითიზოლაციისთვის აუცილებელ პირობებს აკმაყოფილებდა, მათ მოითხოვეს საცხოვრებელში გადასვლაზე ნებართვა, თუმცა დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. პირებმა პროტესტის ნიშნად არ მოაწერეს ხელი კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტს, რის გამოც სამართალდამცავებმა 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. მომხდარის გამო, ირაკლი და შოთა გურეშიძეებმა შიმშილობა დაიწყეს, რომელიც 8 დღის შემდგომ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტეს. მათ უკვე გაგზავნეს საჩივარი შესაბამის უწყებებში, თუმცა მოქალაქეებისთვის დღემდე უცნობია, რა შედეგი მოჰყვა წარდგენილ საჩივრებს.

საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით 14-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე უზრუნველყონ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი შედეგების თაობაზე განმცხადებლების ინფორმირება.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)