თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოველწლიურ ანგარიშს.
„ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს დოკუმენტში მოყვანილ არაერთ მსჯელობას, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზებას, აძლიერებს უსაფრთხოების და კონტროლის რიტორიკას არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არამედ ქვეყანაში არსებული ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლადაც. ამავდროულად, ანგარიში მხოლოდ ზედაპირულ და პოპულისტურ ინფორმაციას შეიცავს ოკუპაციის, კონტრტერორიზმის და სხვა სენსიტიურ საკითხებზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის როგორც პარლამენტის, ასევე საზოგადოების მიერ, უწყების საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობასა და მონიტორინგს“, ნათვქამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)