აჭარა. 13 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი თაობის"
ინიციატივით
დისკუსია გაიმართა, თემაზე: „დედა ენა დღეს". დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ ქართული ფილოლოგიის სპეციალისტი, პედაგოგი - ნინო სურმანიძე, გაზეთ „ბათუმელების" რედაქტორი - ეთერ თურმანიძე და ტელეარხ 25-ის ჟურნალისტი - ჯაბა ანანიძე. მათ მოხსენებებში ხაზგასმული
იყო ქართულ ენაში ბარბარიზმების დამკვიდრების პრობლემები, ასევე მომხსენებლებმა და დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მედიის, უნივერსიტეტის, სკოლის და რიგითი მოქალაქეების როლის და პასუხისმგებლობის ხაზგასმა და განსაზღვრა, ენის განვითარება-გადარჩენის კუთხით.